კონსტანტინე ანანიაშვილმა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ანანიაშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

"შიდა ქართლის რეგიონში დღეს წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი, მამუკა საღარეიშვილი. სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ყველა იმ საკითხზე, რაც შიდა ქართლისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაა პრიორიტეტული. შევეხეთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის პრობლემებს და დევნილთა საკითხებს. ერთობლივი მუშაობის შედეგად, აუცილებლად გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რაც პანდემიამ გამოიწვია და გაორმაგებული ძალებით განვაგრძობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, განათლებისა თუ სოციალური მიმართულებების გაძლიერებას“, - აღნიშნა ანანიაშვილმა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამავადროულად, დიდი პასუხისმგებლობა, ვემსახურო შიდა ქართლის რეგიონს. ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განვახორციელოთ დაგეგმილი პროექტები. ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა რეგიონში “, - აღნიშნა რწმუნებულმა.

,,შიდა ქართლის რეგიონის ახალი რწმუნებული არის საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური კადრი, რომელიც რეგიონს კარგად იცნობს თავისი წინა სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება წარმატებული გუბერნატორი შიდა ქართლისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ გუნდურობის პრინციპით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ რეგიონისთვის", - განაცხადა შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა და ამჟამად პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, შიდა ქართლის ახლად დანიშნული რწმუნებული 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა, 2020 წლის აპრილიდან კი, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო