პროკრედიტ ბანკი დღეს მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას წარადგენს

დღეს, 17:00 საათზე ზუმის პლატფორმის საშუალებით პროკრედიტ ბანკი მწვანე მშენებლობის დაფინანსების სპეციალურ პროგრამას Sintali-SGS–ან ერთად წარადგენს.

აღნიშნული ინიციატივა ბანკმა EDGE სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ შეიმუშავა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობის ხელშეწყობას. დაფინანსების სპეციალური პროგრამა კლიენტებსა და დეველოპერებს მდგრადი ენერგოეფექტური ნაგებობების აშენებასა და შეძენაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბანკი ინიციატივის ფარგლებში მწვანე მშენებლობებს მიმზიდველი პირობებით დააფინანსებს (სტანდარტულს -0.5%). Sintali-SGS კი კომპანიებს EDGE სერტიფიკაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში დაეხმარება. პროკრედიტის მომხმარებლები ასევე ისარგებლებენ Sintali-SGS–ის სპეციალური ფასდაკლებებით EDGE სერტიფიცირებისთვის.

დღევანდელი ონლაინ ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

მიშელ ფარელი - უფროსი ოპერაციების ოფიცერი, IFC

ელენი პოლიქროდიანუ - კომერციული დირექტორი, Sintali-SGS

ქეთევან კეკელაშვილი - გარემოსდაცვითი მენეჯმენტის განყოფილების უფროსი, პროკრედიტ ბანკი საქართველო.

შეხვედრის ენა: ინგლისური, ამასთან შესაძლებელი იქნება სინქრონული ქართულენოვანი თარგმანის მოსმენაც.

ონლაინ ღონისძიებაზე რეგისტრაცია დღეს 17:00სთ-მდეა შესაძლებელი: დარეგისტრირდით ახლა

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა