იოსებ ხახალეიშვილი - ბავშვებს  განვითარებისთვის უკეთესი პირობები უნდა შევუქმნათ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ­ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისი 2020 წელს შეუერთდა ბავშვზე მორგებული ქალაქების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივას. შესაბამისად, ქალაქის მერიაში შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება. UNICEF-ის წარმომადგენლებმა აღნიშნულ განყოფილებას კომპიუტერული ტექნიკა გადასცეს.

„ქუთაისი გასული წლიდან ჩაერთო ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში. ეს გარკვეული სტანდარტების დაცვას და განვითარებას გვავალდებულებს. ჩვენ უკვე შევქმენით განყოფილება, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ორი დღეა, ქუთაისში სტუმრად იმყოფებიან საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენლები. დღეს, მათთან ერთად, კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას. გუშინ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლით სხდომაშიც მივიღე მონაწილეობა, სადაც განხილული იყო ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები. ჩვენ სხვა დონორ ორგანიზაციებთანაც ვთანამშრომლობთ. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ქუთაისში მაქსიმალურად გვქონდეს დაცული ბავშვთა უფლებები და მათ ცხოვრების და განვითარების უკეთესი პირობები შევუქმნათ" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, UNICEF-მა ბავშვზე მორგებული ქალაქის სამუშაო ჯგუფს ბავშვთა უფლებების განხორციელებისა და კეთილდღეობის სიტუაციური ანალიზის ანგარიშის მიგნებები წარუდგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს