აჭარის უმაღლესი საბჭო - დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე განიხილება

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ იმსჯელეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დადგენილების პროექტი კომიტეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა - ტიტე აროშიძემ წარუდგინა.

“მომხსენებლის განმარტებით, პროექტი მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩეველთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილ 28-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში - 2, 29-ე ოლქში - 1, ხოლო 30-ე ოლქში - 4 წარმომადგენელი იმუშავებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას",-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა