ფოთის მერი - ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

ფოთში გრძელდება ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები. საავტომობილო გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს ტროტუარების კეთილმოწყობა, ფილებით მოკირწყვლა, საყვავილეების მოწყობა და სხვა სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

თავდადებულისა და ბერდიანსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცნენ.

„ფოთში აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს. ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ფოთის მერმა.

ფოთის მერიის განახლებული და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანია მოსახლეობის კომფორტულად გადაადგილების თვალსაზრისით, ამ მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტში 17 463 626 მილიონი ლარი იხარჯება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა