ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე დღეს 2 მოწმეს დაკითხავენ

“მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს 2 მოწმეს დაკითხავენ.

როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიკა გვარამიას ბრალი წარდგენილი აქვს, რომ მან "რუსთავი 2"-ზე განთავსებული რეკლამის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახის სარგებლობისთვის "პორშე მაკანის" ავტომობილი იყიდა და მოწმეებიც სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, აღნიშნული ტრანზაქციით "რუსთავი 2"-ს ზარალი არ მიუღია.

"ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამიას ოჯახმა ეს ავტომობილი შეიძინა, სადაო არც არის, მთავარი საკითხია ის, "რუსთავი 2"-მა მიიღო თუ არა ზიანი ამ ტრანზაქციიდან, რომელზეც პასუხი მარტივია, "რუსთავი 2"-მა არათუ ზიანი არ მიიღო, არმედ სარგებელი მიიღო, ვინაიდან იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ამ ტრანზაქციის არარასებობის პირობებში მოხდებოდა"- განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა