ბოლნისის მერია - ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს

დღეიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2021 წელსაც განხორციელდება. დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზდიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აკაურთის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებები.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ. მოსახლეობის ჩართულობით თითოეული სოფლის საჭიროებების გამოკვეთა და ამ პრობლემების მოგვარება მოხდება. ვფიქრობ, ამ პროგრამის ფარგლებში წელს ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მერიის ცნობით, სოფელ აკაურთაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით არსებულ შიდა გზაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ფოცხვერიანში, ძეძვნარიანსა და ძველ ქვეშში გარე განათების ქსელი მოეწყობა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს