აკაკი ბობოხიძე - პარტიის ლიდერები, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებზე, დარჩებიან პარტიაში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პარტიიდან წასვლას არც ერთი ლიდერი არ აპირებს.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, პარტიის ლიდერები იქნებიან თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებზე, დარჩებიან პარტიაში.

„პარტიის წესდება ითვალისწინებს შედეგებზე დაყრდნობით გარკვეულ ცვლილებებს ავტომატურ რეჟიმში. ასე რომ, თქვენთვის რაც არის მოულოდნელობა, სენსაცია და ა.შ. ეს არის ჩვეულებრივი, მათ შორის გასული წლების განმავლობაში მომხდარი ცვლილებები. შეიცვლება თუ არა პარტიულ თანამდებობაზე მყოფი პირები, ამას პარტია გადაწყვეტს. თუნმცა, ეს რომც მოხდეს, მოხდება მხოლოდ წესდების მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სიტყვა პარტიის დატოვება საერთოდ გამორიცხეთ, პარტიის თავმჯდომარე რომც შევცვალოთ, წარმოგიდგენიათ, რომ გვყავს ლიდერები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან პარტიაში, რომ პარტიის ლიდერები არიან? პარტიის წევრები რჩებიან პარტიის წევრებად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ პოზიციაზე არიან პარტიაში. არ ველოდებით, რომ ვინმე დატოვებს პარტიას. ვერ წარმომიდგენია ჩემს გუნდში ადამიანები, რომლებიც პარტიას ან პოლიტიკურ იდეოლოგიას ირჩევენ იმისდა მიხედვით, აქვთ თუ არა ამ პარტიაში პოლიტიკური თანამდებობა. თუ არა გაქვს პოლიტიკური თანამდებობა და არა ხარ იმ პარტიაში, მაშინ გამოდის, რომ პარტიის იდეოლოგია კი არა საკუთარი თანამდებობა გაინტერესებს. პარტიის ლიდერები, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა პოლიტიკურ თანამდებობებზე, დარჩებიან პარტიაში. პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა არათუ არ ნიშნავს, არც უნდა ნიშნავდეს პარტიიდან წასვლას. ნუ მიაყენებთ ამ შეურაცხყოფას პოლიტიკურ ლიდერებს. ისინი პარტიაში არიან არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური თანამდებობები უკავიათ, არამედ იმიტომ, რომ ამ პარტიას ღირებულებები აქვს. ეს ღირებულებები ხომ არ იცვლება?!“ - განაცხადა ბობოხიძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო