გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაშავდა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაშავდა. დაშავებული გოგონა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. “გორმედის” ექიმის, კახა ფაცინაშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოზარდს დაჟეჟილობები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ექიმის თქმით, ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე, ბავშვი სტაციონარულ მკურნალობას ექვემდებარება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი