მეუფე მიქაელი ჟურნალისტებს - გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?!

გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?! დაწვრილებით ყველაფერს მოგახსენებენ",-ამის შესახებ მეუფე მიქაელმა სინოდის სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე მიქაელი დასძენს, საპატრიარქო მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ.

"გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?! დაწვრილებით ყველაფერს მოგახსენებენ. 1938 წელს შექმნილი რუკიდან გამომდინარე, რაღაც გადაცდომა თუ იყო 40-70-90-იან წლებში, ამას ყველაფერს გაასწორებს ის, რაც საქართველოს მხარისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი. მეუფე გამოვა ახლა, რომელიც თავიდან ბოლომდე მოგაწვდით ინფორმაციას",-აცხადებს მეუფე მიქაელი.

შეგახსენებთ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯის თემასა და ვაქცინაციას.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა