ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

როგორც შს სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი განიხილეს და პარტნიორობის ახალი მიმართულებები განისაზღვრა.

„მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება მყარი სამართლებრივი საფუძველი იქნება, ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ეტაპია,“ - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“ - განაცხადა მან.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია - საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

„Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება.

ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (Frontex) ახალი სამუშაო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ ახალ სამუშაო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

როგორც შს სამინისტროდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, მხარეებს შორის 2008 წელს გაფორმებული დოკუმენტი განიხილეს და პარტნიორობის ახალი მიმართულებები განისაზღვრა.

„მიხარია, რომ დღეს ხელმოწერილი სამუშაო შეთანხმება მყარი სამართლებრივი საფუძველი იქნება, ჩვენი სამომავლო წარმატებული თანამშრომლობისთვის, რომლის დადებითი შედეგი სცდება ორ ორგანიზაციას შორის არსებულ ურთიერთობას და საქართველო - ევროკავშირის თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ეტაპია,“ - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაბრის ლეგერიმ თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორთან, თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ათ წელზე მეტი ხნის წინ, კერძოდ 2008 წელს, Frontex-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელმოწერილ იქნა პირველი სამუშაო შეთანხმება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის ეს ახალი ჩარჩო დოკუმენტი მოგვცემს შესაძლებლობას, კოორდინირებული ძალისხმევის გზით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთო გამოწვევებზე რეაგირების კუთხით“ - განაცხადა მან.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია - საზღვრის მართვა, არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

„Frontex-თან თანამშრომლობის ასევე მნიშნელოვანი კომპონენტია სამართალდამცველთა გადამზადება და ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელება.

ვიდეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საკითხების გენერალური დირექტორატის (DG HOME) ხელმძღვანელმა, მონიკ ფარიამ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მაჩეი პოპოვსკიმ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს