ნიკა გვარამია - ჩვენ ვიყავით ბრალდების მხარის მიერ მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე და გამოვედით დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით - ასე ჩამოეშლება პროკურატურას ყველა მონაკვეთში ეს საქმე

ჩვენ ვიყავით ბრალდების მხარის მიერ მოწვეული მოწმეების დაკითხვაზე და გამოვედით დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით. ასე ჩამოეშლება პროკურატურას ყველა მონაკვეთში ეს საქმე, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას არასდროს დაუმალავს "პორშე მაკანის" არსებობა.

"არასდროს დამიმალავას, ამ მანქანით ჩემი ოჯახი რომ დადიოდა, სარგებლობდა. ჩვეულებრივად ნაყიდი მქონდა განვადების ხელშეკრულებით, როგორ უნდა დამემალა, დავმალავდი იმ შემთხვევაში, თუკი ჩავთვლიდი, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩავიდინე. კიდევ, ორი თვე, რაც "რუსთავი 2"-დან წამოვედი, ამ მანქანით დავდიოდი, მერე აღმოჩნდა, რომ უთვალთვალებდნენ... მანქანა ამოიღეს, თორემ მე ვაპირებდი ამ მანქანის ყიდვას და უკვე ნაყიდი მეყოლებოდა. "ტოიოტას" თანამშრომელმა დღეს დაადასტურა, რომ მე უკვე შეთანხმებული მივედი, რომ "რუსთავი 2"-ის სასარგებლო იქნებოდა "ბარტერი" და მე გადავიხდიდი თანხას, მანქანა ჩემ საკუთრებაში მას შემდეგ გადმოვიდოდა, რაც სარეკლამო ფირმას გადავუხდიდი",- განაცხადა გვარამიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა