ბუკნარის ცენტრი რეკრეაციული ზონის ფუნქციას შეიძენს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მალე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტი, რომელიც ტერიტორიის არა მხოლოდ მოწესრიგებას, დეკორატიული ფილების დაგებას, განათების ახალი სისტემების მონტაჟს, არამედ მწვანე ზოლის, ტრენაჟორებისა და ფანჩატურების მოწყობას ითვალისწინებს, უკვე შესყიდულია.

უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება სამუშაოებზეც.

შესაბამისი ინფორმაცია ბუკნარელებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცოტნე ანანიძემ, ფატი ხალვაშმა და მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ მიაწოდეს.

ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებები, ასევე მათი ხედვები დასახლების განვითარებასა და კეთილმოწყობასთან დაკავშირებით.

„სასოფლო ცენტრების კეთილმოწყობის პროექტი მუნიციპალიტეტის მერიამ ტურისტულად აქტიურ ტერიტორიებზე, მეტი ვიზიტორის მოზიდვის მიზნით, 2018 წლიდან დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. სამომავლოდ ქობულეთში რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობა იგეგმება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო