თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. შემთხვევა თელავი - ყვარელის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჯიპის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარის მიზეზებს ექსპერტ - კრიმინალისტები სწავლობენ.