კოტე ანანიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, დეპუტატებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს წარუდგინა.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას და დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაწყვეტას.

"წარვადგინეთ ახალი გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ბატონ პაპუნას საკმაო გამოცდილება აქვს რეგიონში მუშაობის და დარწმუნებული ვარ, რომ კოორდინირებული მუშაობით, ეფექტურად გავართმევთ თავს ყველა იმ გამოწვევას, რაც რეგიონის წინაშე დგას“, - განაცხადა კოტე ანანიაშვილმა.

როგორც რეგიონის ახალმა რწმუნებულმა აღნიშნა, ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, განახორციელებს ყველა იმ დაგეგმილ პროექტს, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ეს რეგიონი ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. ვიცი სპეციფიკა, გამოწვევები და პრობლემები, რაც ამ რეგიონს აქვს და ჩემი გამოცდილება, ის გუნდი, რომელიც დამხვდა, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, - აღნიშნა რწმუნებულმა.

მათივე ცნობით, პარმენ მარგველიძეს, 2013-2017 წლებში რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ეკავა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს