ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 4 მარტს პრეზენტაციას გამართავს

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი პრეზენტაციას 4 მარტს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით, უკვე შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ცენტრის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

„აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრი 5 ძირითად სივრცეს გააერთიანებს. ესენია:

სამუზეუმო, საგანმანათლებლო ტრენინგების სივრცეები, ასევე, კულტურულ-შემეცნებითი, სპორტულ-ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი, პროექტების განყოფილება და GM აკადემია.

მრავალპროფილური საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი განათლების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარება, რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა