ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, ჯვარცხმას დასახლებაში სახლი დაიწვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

,,უმძიმესი ამბავი მოხდა, საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენს დახმარებას", - აცხადებენ ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს