ტყიბულში მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ძიძიგურის შახტში გაფიცული მეშახტეები მოლაპარაკების შედეგად შახტიდან ამოვიდნენ.

მეშახტეებთან შახტში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე.

მისი თქმით, გაფიცული მეშახტეები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ და ის უშუალოდ ჩაერთვება ამ პროცესში.

შახტში მყოფი მეშახტეები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილება არ არის მიღებული და "მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ". მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და ელოდებიან სახელფასო დავალიანების 100%-ით დარიცხვას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტს კვლავ გააგრძელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა