ელენე ხოშტარია - პოლიცია მორიგ ჯერზე ჩაგრავს იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეების უფლებები დაიცვას

ოპოზიციის წევრი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიცია კრიმინალის აღკვეთით იყოს დაკავებული, დასდევს იმ აქტივისტებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას აპროტესტებენ.

„ფაქტია, რომ პოლიცია გადასულია პოლიტიკურ დევნაზე. მათი ამოცანა არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ პრობლემას მიხედონ. ძალიან მიჭირს იმ ფაქტზე საუბარი, რაც მოხდა ახალგაზრდა გოგოსთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარ ფაქტზე, კრიმინალზე, ბადრი ესებუაზე, გახელაძეზე, ბებუაზე ვილაპარაკოთ, მთელი პოლიცია... რისთვის ჩაიცვეს ეს მუნდირი, იმისთვის, რომ სდიონ კრიმინალს, თუ გიორგი მუმლაძეს და აქტივიტებს, ვინც აპროტესტებენ ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს არის სიმახინჯე. მოვედი ჩემს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც, ვხედავ, რომ პოლიცია მორიგ ჯერზე ჩაგრავს იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეების უფლებები დაიცვას. დღეს შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავიგეთ. იმის ნაცვლად, რომ პოლიცია იჭერდეს მოძალადეებს ქურდებს, ყაჩაღებს, აქ დგანან“, - განაცხადა ხოშტარიამ.

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება