რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პარმენ მარგველიძემ საქართველოს მთავრობას და "ქართული ოცნების" გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, აქტიურ რეჟიმში განხორციელდება რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და პრიორიტეტული პროგრამების განხორციელება.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, "ქართული ოცნების" გუნდს და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს გამოცხადებული ნდობისა და შესაძლებლობისთვის, კვლავ დავიკავო სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა. აღნიშნული პოზიცია ჩემთვის არის პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა, ვემსახურო საკუთარ რეგიონს და ჩემი წვლილი შევიტანო თითოეული მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. წარსული გამოცდილება და მაღალკვალიფიციური გუნდი მაძლევს იმის გარანტს, რომ დროულად და ეფექტიანად ვუპასუხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს.

მიუხედავად გლობალური პანდემიით შექმნილი მდგომარეობისა, აქტიურ რეჟიმში განხორციელდება რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და იმ პრიორიტეტული პროგრამების განხორციელება, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. კიდევ ერთხელ მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა -პარმენ მარგველიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა