მცხეთა-მთიანეთის მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის მხარის ახლად დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში არსებულ ეპიდ-სიტუაციას გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ნოზაძემ მოადგილესთან, გოჩა ქავთარაძესთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან, რეგიონის კოორდინატორთან ბადრი კუკულაძესთან, მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ბექა იორდანიშვილთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ხელმძღვანელთან ბექა კობახიძესთან.

მათი ინფორმაციით, დავით ნოზაძე სამსახურის ხელმძღვანელებისგან დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კუთხით და როგორ ხდება ამ პროცესის მართვა კონკრეტული უწყებების ჩართულობით. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით სურსათის ეროვნული სააგენტოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია სკოლებში და აგრარულ ბაზრებში არსებულ სიტუაციაზე, დავით ნოზაძე დაინტერესდა თუ როგორ ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებების აღსრულება რეგიონში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ბაზრობებში, ასევე მზად არიან თუ არა შესაბამისი სამსახურები იმისთვის, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოხდეს რესტორნების და სააღმზრდელო დაწესებულებების კონტროლი რათა არ მოხდეს ვირუსის ფართოდ გავრცელება.

„დღეს როგორც მსოფლიო, ისე საქართველო იბრძვის პანდემიის წინააღმდეგ, ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონში თავიდან იქნეს აცილებული ვირუსის ფართოდ გავრცელება, ამისთვის კი აუცილებელია გუნდური და კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა უწყებებს შორის“,- განაცხადა დავით ნოზაძემ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, აუდიენციის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მხარის რწმუნებული დავით ნოზაძე უახლოეს დღეებში სხვა რეგიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებსაც შეხვდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა