მამუკა მდინარაძე - თუ მელიას უნდა, თან გირაო არ გადაიხადოს, თან სახელმწიფოს დაკნინება სცადოს და თან მიშას ჭკუაზე იაროს, ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ადეკვატური უნდა იყოს

თუკი ადამიანი რომელიმე აღმკვეთის პირობებს არ ასრულებს, მას უმძიმდება აღკვეთის ღონისძიება - ეს ხდება საქართველოში და მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, "თუ მელიას უნდა, თან გირაო არ გადაიხადოს, თან სახელმწიფოს დაკნინება სცადოს და თან მიშას ჭკუაზე იაროს და არა კანონის, ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ადეკვატური უნდა იყოს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ საზოგადოება ორ პოლიტიკურ აბსტრაქციას ხედავს. "პირველის მიხედვით, მელიამ წარმოადგინა მოსაზრება, თითქოს, "ქართული ოცნება" გაგიჟებულია და ცდილობს, გირაო გადაუხადოს ფარული გზით. მეორე პოლიტიკური აბსტრაქცია ისაა, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნაა. უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთთან არათავსებადია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს