გორის მერიის ინფორმაციით, 73 წლის მარტოხელა მოხუცი ცხოვრებას მცხეთის თავშესაფარში გააგრძელებს

73 წლის მარტოხელა მოხუცი ცხოვრებას მცხეთის თავშესაფარში გააგრძელებს. სევერიან შოთაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სოციალური სააგენტოს შუამდგომლობით, მცხეთის მოხუცთა თავშესაფარშია გადაყვანილი”, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოხუცს, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი თავშესაფარში გადაიყვანეს.

„სევერიან შოთაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა გორში, კვერნაკის დასახლებაში, ყოფილი სისხლის გადასხმის შენობის დარაჯის ოთახში, ყველანაირი საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობდა. მანამდე ის თავს მეგობრის სახლში აფარებდა. მას შემდეგ, რაც მერიის მიერ მოხდა ამ ადამიანის შესახებ ინფორმირება, მერია დაეხმარა მას დოკუმენტაციის მოწესრიგებაში და თავშესაფრის მოძიებაში. მცხეთაში წაყვანამდე მარტოხელა მოხუცი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ კიდევ ერთხელ მოინახულეს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა დავით ჩიხრაძემ აღნიშნა, სევერიან შოთაშვილს მოწესრიგებული საცხოვრებელი პირობები ექნება და თავშესაფარი იზრუნებს მის მოვლა - პატრონობაზე.

„გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს და გაუუმჯობესოს ყოფა - ცხოვრება ასეთ ადამიანებს. მიხარია, რომ სევერიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და თავს ბევრად უკეთესად გრძნობს”,- აღნიშნა დავით ჩიხრაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო