ალეკო ელისაშვილი - ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები, რომ ნიკა მელიას ამ აბსურდული ბრალდების გამო უფლებამოსილება შეუჩერდეს

ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები, რომ ნიკა მელიას ამ აბსურდული ბრალდების გამო უფლებამოსილება შეუჩერდეს, ამაზე მე და ლევანს თათბირიც არ გვჭირდება,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თუმცა, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მეორე მხრივ, ნიკა მელიას განცხადება, გირაოს გადაუხდელობაზე, სწორი პოზიცია არ არის. ელისაშვილის თქმით, "მეგობრულად ურჩევდა" მელიას, რომ თანხა გადაიხადოს.

"ღრმად ვარ დარწმუნებული და ხელის გულზე დევს, რომ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას ნიკა მელია 20 ივნისს არ ახდენდა. შესაბამისად, გადატრიალებაზე მის მიმართ წარდგენილი მუხლი არის ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილი. ეს არის ტყუილი და პოლიტიკური ბრალი. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე, ვფიქრობ ის, რომ "გირაოს არ გადავიხდი" არ არის სწორი პოზიცია, როცა ამბობს, რომ არ გადავიხდი და მზად ვარ ციხეში ჩავჯდე. ადამიანურადაც არ მემეტება ციხეში ჩასაჯდომად, მით უფრო, ამ მოტივით, რომ გირაოს არ გადაიხდის. ჩემზე რომ იყოს, თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა, მეგობრულად და ადამიანურად ვურჩევდი, მე მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ვურჩევდი, რომ გადაიხადოს ეს თანხა და გირაოს გადაუხდელობის გამო ციხეში არ წავიდეს. თუმცა მე მზად ვარ, რომ თავი არ დავზოგო, განსაკუთრებით ჩვენმა პარტიამ, კვალიფიციური იურისტიც გვყავს, რომ ეს ბრალი მოეხსნას და გაქარწყლდეს ის აბსურდული ბრალდება, რაც აქვს. მაშინ იყო სამარცხვინო პარლამენტის გადაწყვეტილება, როცა უფლებამოსილება შეუჩერეს და ახლაც თათბირიც კი არ გვჭირდება მე და ლევანს, აზრთა გაცვლა- გამოცვლაც კი არ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით, იმდენად ერთმნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები, რომ ნიკა მელიას შეუჩერდეს ამ აბსურდული ბრალდების გამო უფლებამოსილება და ასევე, მოვუწოდებთ როგორც “ევროპელ სოციალისტებს”, ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომ ეს არ არის სწორი საქციელი და არ იქნება სწორი საქციელი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, არც სამართლებრივად არ იქნება ეს გამართლებული,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა