რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ, ამ დროისთვის, ინფიცირების 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. როგორც “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რუსთავის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 30-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

“26 საჯარო სკოლიდან ტესტირების პროცესი განხორციელდა 20 სკოლაში, დღეს იტესტებიან დანარჩენი 6 სკოლის პედაგოგები და თანამშრომლები. მინდა მადლობა გადავუხადო რუსთავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს, რადგან მათი ეპიდემიოლოგები მიდიან სკოლებში და უზრუნველყოფენ ტესტირების პროცესს. საჯარო სკოლებში, ამ დროისთვის პედაგოგების კოვიდინფიცირების 20-მდე შემთხევა დაფიქსირდა და 10-მდე შემთხვევაა კერძო სკოლებში. მოგეხსენებათ, კერძო სკოლებსაც იგივე პროცესების გავლა და რეგულაციების დაცვა უწევთ, რომ სწავლა დაიწყონ საკლასო ოთახებში. პედაგოგები, რომელთაც დაუდასტურდათ ვირუსი, სამსახურში არ მიბრძანდებიან, მათი საგნები კი დირექციის ორგანიზებით, გადავა სწავლების ონლაინ რეჟიმზე. 15 თებერვლიდან რუსთავის ყველა სკოლა ჰიდრიდული სწავლების მეთოდზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების ნაწილი საკლასო ოთახებში შეუდგება სწავლას, ნაწილი კი კვლავ ონლაინ რეჟიმზე დარჩება“, - განაცხადა თამარ ხეჩიკაშვილმა.

მისივე განცხადებით ყველა სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო საშუალებებით, მომზადებულია საკლასო ოთახები.

თბილისისა და ქუთაისის სკოლების მსგავსად, საკლასო ოთახებში, სასწავლო პროცესი რუსთავის სკოლებშიც 15 თებერვლიდან განახლდება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს