დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა აქტიურად გრძელდება. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია უტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 72 000 ლარი გამოჰყო.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ამასთან, წინა წელს მუნიციპალიტეტმა ბაღის შენობის საძირკველსა და კედლებს გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა კვლავ აქტიურად გრძელდება. დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით სადაც სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოებიც ჩაუტარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ განათლებას და ვცდილობთ ჩვენს პატარებს სწავლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს