დავით ბაქრაძე - საპარლამენტო არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის" იყო ცუდი -  თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე

ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის" იყო ცუდი. მიმაჩნია, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარტიის ყრილობაზე აღარ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.

მისი თქმით, “ევროპულ საქართველოში" მისი 4 - წლიანი მოღვაწეობა ოყო წარმატებული და კარგი ამ პარტიისთვის.

“კიდევ მომავალი 4 წლით დარჩენა ცუდი იქნება იმიტომ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სიტყვა "ევროპული" არ არის მხოლოდ პარტიის სახელი. ევროპულობა გულისხმობს შიდა კონკურენციას, მუდმივ განახლებას და მე მინდა ამის ნაწილი ვიყო. პირველი მიზეზი, რატომაც აღარ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არის სწორედ განახლების აუცილებლობა პარტიაში. მეორე მიზეზი უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმურად არ ვაღიარებთ არჩევნებს, ეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის" იყო ცუდი. მიმაჩნია, თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე",-განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, როგორც ბაქრაძემ განაცხადა, მისგან და გიგი უგულავასგან განსხვავებული აზრი აქვს გიგა ბოკერიას.

„განსხვავებული აზრი აქვს გიგა ბოკერიას და ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. გიგი უგულავას პოზიციაც არის, რომ გუნდმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა მოხდეს მთლიანად ახალი სახეებისთვის პოლიტიკური ასპარეზის დათმობა. გიგას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა ის თავის გადაწყვეტილებას თვითონ გაახმოვანებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს