ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ქუთაისში ხმაური და დაპირისპირება იყო.
აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის მერიის წინ შედარებით მშვიდი მდგომარეობაა. ადგილზე რჩებიან აქტივისტები და სამართალდამცველები.