ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს. ამის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააკეთა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ იმსჯელეს.

“წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის თანახმად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არასაფინანსო აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს 70 000 ლარით შეამცირებს. კოვიდ პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები სრულად მიიმართება მოქალაქეთა საჭიროებების დასაფინანსებლად.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან საბრძოლველად საკრებულო ადმინისტრაციულ ხარჯებს ამცირებს. ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე საკრებულოს წევრებმა შეამცირეს საწვავის ლიმიტები, საკრებულოს თავმჯდომარემ კი უარი თქვა სამსახურეობრივი ავტომობილის მომსახურებაზე, რის შედეგადაც დაზოგილი თანხები სოციალური პროექტების ფონდში მიიმართა.

ამ ეტაპზე დაზოგილი თანხების ათვისება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, ეს შესაძლოა იყოს სატრანსპორტო შეღავათების სუბსიდირება, ბაგა-ბაღების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა, ან საბინაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტები. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდება",-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, პანდემიის პირობებში მთავარი ორიენტირია, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება.

„პანდემიის პირობებში, ჩვენი მთავარი ორიენტირია, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავება, ასევე ფინანსების მაქსიმალური მობილიზება, რათა შევძლოთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. დღეს ვიმსჯელეთ საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შესახებ. ამ ეტაპზე განიხილება საკრებულოს ხარჯების 70 000 ლარით შემცირების გადაწყვეტილება, ეს ეხება წარმომადგენლობით, სამივლინებო, საოფისე და არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ამასთან ვმსჯელობთ თუ რა მიმართულებით მოხდება ამ თანხების ათვისება, გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა, ეს შეიძლება იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფებისთვის სატრანსპორტო შეღავათების დაწესება, ბაგა-ბაღების მატერიალურ, ტექნიკური აღჭურვა ან საბინაო ინფრასტრუქტურის მიმართულება", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა