რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი- ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი-­ ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, თაბაშირის კარიერთან ჩამოსულია დიდი ზომის მეწყერი, გრუნტისა და კლდის მასა, დაახლოებით 2000 კუბური მეტრი. ამასთან, ფერდობზე შეინიშნება მეწყრული ნაპრალი, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ახალი მასის ჩამოსაშლელად.

როგორც ისინი განმარტავენ, სტიქიის ზონიდან რამდენიმე მეტრში ბაჯიხევის მხარეს მეწყრული პროცესების გამო, დაწეულია გრუნტი და გზის რკინა-ბეტონის საფარი 30 გრძივ მეტრზე დარჩენილია ჰაერში.

სახელმწიფო რწუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული, პარმენ მარგველიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებოდა.

"ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. ამ ეტაპისთვის, მთავარი გზის 300 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა, შემდეგში ძირითადი გზის გაწმენდა ჩამოტანილი ნაშალი მასალისგან და ჩავარდნილი მონაკვეთის აღდგენა. ვრჩებით აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და ვეცდებით, უმოკლეს დროში დავიწყოთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები’’-განაცხადა პარმენ მარგველიძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა