ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს

ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. “კომენდანტის საათი” მათ ქუთაისის მერიასთან აქციაზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით დაარღვიეს და მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.

აქტივისტები სკანდირებდნენ: "მონებო, ძირს კორუმპირებული ჩინოვნიკები".

მათი თქმით, თუ ხვალამდე დაკავებულები არ გაათავისუფლეს შიმშილობას დაიწყებენ.

ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა