ხატია დეკანოიძე - არ მგონია, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, თუ წავლენ, ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრება მოუწევთ ნიკა მელიასთან ერთად

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათი პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გადაწყვეტს, ეს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააუარესებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ არ ეყოფა გამბედაობა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დააკავოს.

„არ მგონია, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, თუ წავლენ, ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრება მოუწევთ ნიკა მელიასთან ერთად. რაც შეეხება პროცესს, ის წარიმართება ისე, როგორც აქამდე მიდიოდა-ეს არის ჩვენი ახალი, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად არაფერი გააკეთა ხელისუფლებამ და თუ ის ამ ნაბიჯზე წავა, ეს უფრო დაძაბავს პოლიტიკურ სიტუაციას და პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება. არ არსებობს კანონიერი გზები იმისთვის, რომ შენი უფლებები დაიცვა. ამიტომ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის იმისთვის, რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დგამს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯები ადეკვატურად შეფასდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“,-განაცხადა დეკანოიძემ.

მისი შეფასებით, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„ამ საქმეს ძალიან კარგად ვიცნობ და მასში თავიდანვე ძალიან ბევრი დარღვევა იყო. არ დაგვავიწყდეს რატომ წარიმართა ეს საქმე ზუსტად „გავრილოვის ღამესთან“ მიმართებით. როდესაც სერგეი გავრილოვი ჩამოიყვანეს, სავარძელში ჩასვეს, ადამიანებს თვალები დათხარეს, მაშინ დაიწყეს პოლიტიკიურად მოტივირებული საქმის შეთითხვნა. კანონთან ძალიან მჭიდრო შეხება მაქვს და არსად მინახავს მსოფლიოში, რომ გირაო კიდევ უფრო დამძიმდეს ან ისეთ კონტექსტში იყოს, როგორც პროკურატურამ გააკეთა. ნიკას ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულების მიმართულებით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთ ფართო ბრძოლაზეა საუბარი, სადაც ყველა ჩართულია: სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტები, პოლიტიკური ლიდერები, თითოეულ ასეთ ნაბიჯს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მგონია, ბოლომდე გაბედული იყოს „ქართული ოცნება“, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინაღობაა რეჟიმისთვის, პირდაპირ დააპატიმროს, რადგან ხელისუფლება საკუთარ ხლართში თვითონვე აიხლართა. ძაფები გაავლეს, გაავლეს და თვითონვე აიხლართნენ. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ალბათ, რაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, იმას გააკეთებს. სამართლებრივ ჭრილში სხვა გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქართველოში არც პარლამენტარიზმია, არც სასამართლო, არც პროკურატურა. პოლიტიკური ფაქტორების გარეშე, უბრალოდ, ეს ინსტიტუტები არ არსებობს“,-განაცხადა დეკანოიძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ „ნიკა მელიას ბრძოლა შედეგს აუცილებად გამოიღებს“.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა