Reuters - ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის დახურვას თანამდებობის დატოვებამდე გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გუანტანამოს ციხის დახურვას თანამდებობის დატოვებამდე გეგმავს და მისმა თანაშემწეებმა საკითხის ოფიციალური განხილვა უკვე დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დისკუსიებში ჩართული თანაშემწეები ბაიდენის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი განკარგულების უახლოეს კვირებსა თუ თვეებში ხელმოწერას განიხილავენ. საკითხზე კომენტარი თეთრმა სახლმაც გააკეთა.

„ეს ნამდვილად არის ჩვენი მიზანი და ჩვენი განზრახვა“, - განაცხადა პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, დახურავს თუ არა ჯო ბაიდენი ციხეს.

გუანტანამოს ციხე 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა იმ პირებისთვის, რომლებიც ტერორისტულ აქტებში მონაწილეობენ, ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი. ამჟამად იქ 40 პატიმარი იმყოფება. ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ციხის დახურვის პირობა დადო, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ამის მიზეზი, დიდწილად, კონგრესში „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობა გახდა.

ციხეში დაკითხვის მკაცრი მეთოდები მოქმედებს და კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს მეთოდები წამების ტოლია. Reuters-ი წერს, რომ უფლებადამცველების ნაწილი გუანტანამოს ციხეს ამერიკის გლობალური იმიჯის ლაქას უწოდებენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს