14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. მომდევნო სხდომა 6 აპრილს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის ახლობლები ძალადობაში პირიქით გოგონას ოჯახის წევრებს ადანაშაულებენ და ისინი ამბობენ, რომ სიმართლის დასამტკიცებლად იბრძოლებენ.

"ჩვენ არ ვეთანხმებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების არანაირი არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, როცა გამოძიება დაიწყო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოებთან. როცა ბავშვი გარდაიცვალა, მისი დაკავება მოხდა სახლში, არსად არ იმალებოდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მტკიცებულებებს ვერ გაანადგურებდა, ვერც ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და გავასაჩივრებთ", - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი შავაძემ.

ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.

იხილეთ ვიდეო: 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა