ქუთაისში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები გაათავისუფლეს

ქუთაისში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები გაათავისუფლეს. დაკავებულებიდან ოთხს ჯარიმა შეეფარდა, ორის პროცესი გადაიდო. ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდეა. დაკავებულების თქმით, ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, რადგან სამართალდამცველებმა მერის კრიტიკა ვერ აიტანეს.

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის შეუძლოდ იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიუხედვად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, დროებით დაკავების იზოლატორში დააბრუნეს. მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება და ხელისუფლებას მომავალშიც ამხელენ.

ცნობისთვის, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 6 პირი დააკავეს. აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და მერიაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა