სამოქალაქო მოძრაობის  ,,გავიგუდეთ“ ორგანიზებით, რუსთავში აქცია გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობის ,,გავიგუდეთ“ ორგანიზებით, რუსთავში თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია, კერძოდ, პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტი 4 მარტამდე დაამტკიცოს.

მოძრაობის "გავიგუდეთ" აქტივისტის ნიკოლოზ მუსერიძის განცხადებით, თუ 4 მარტამდე პარლამენტი მესამე მოსმენით არ დაამტკიცებს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტს, 7 მარტს ფართომასშტაბიან აქციას უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან მოაწყობენ, ასევე გადაკეტავენ რუსთავში საწარმოო ზონას.

მისივე თქმით, ქალაქში არსებული საწარმოები წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად აბინძურებენ გარემოს, ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ფასად, 130 ათასი რუსთაველის ჯანმრთელობა კი სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებზეა დამოკიდებული.

,,გავიგუდეთ“ წევრებმა, გუშინ გამაფრთხილებელი აქცია პერფორმანსიც გამართეს, სლოგანით – “ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებას”.

დღევანდელი აქციის დასრულების შემდეგ კი საწარმოო ზონაში, სადაც მსხვილი ქარხნები მდებარეობს, ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო