ქიჩიკის მაგისტრალური არხი იწმინდება

ქვემო ქართლში, სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპლუატაციის პროგრამით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ქიჩიკის მაგისტრალური არხის ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

"აღნიშნული ფართობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნაზარლოსა და ვახტანგისის მოსახლეობა ისარგებლებს. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა