ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.როგორც შეკრებილები აცხადებენ, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადასცა, თუმცა პირობა დაარღვია.

მათი ინფორმაციით, 220 ოჯახს დაუსრულებელი ბინა გადასცეს, რასაც წაბლანაში მცხოვრებლები აპროტესტებენ.

"1989 წლის 19 აპრილს სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესი განვითარდა, სადაც ოჯახის წევრები დავკარგეთ. დაზარალებულ ოჯახებს სახელმწიფომ ბინა სამი წლის წინ გადმოგვცა, იმ პირობით, რომ „თეთრი კარკასი“ ჩაგვბარდებოდა. სამწუხაროდ, მშენებლობა გაჩერდა და არავინ აპირებს პირობის შესრულებას. გადმოგვცეს დაუსრულებელი ბინები, რისი რემონტის და მოწესრიგების საშუალება ჩვენ არ გაგვაჩნია. ახლა სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ ბინების რემონტის თანხა აგვინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე პრობლემა არ მოგვარდება",- აცხადებენ ადგილობრივები.

იხილეთ ვიდეო:სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო