სასამართლომ "ქართული ოცნების" ოფისთან დაპირისპირების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს ჯარიმა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ ღამით, "ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ კვეკვესკირს 1100 - ლარიანი, ხოლო დავით დიღმელაშვილი 1000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც კახაბერ კვეკვესკირმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მისი მხრიდან აქციაზე ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონია და აპირებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

მისი თქმით, დაჯარიმდა იმისთვის, რომ თითქოს ქალაქის მერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"პროცესი მიმდინარეობდა ძალიან არაადეკვატურად, ჩვენთვის არანაირი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. მხოლოდ პოლიციელის სიტყვების გამო დამაჯარიმეს 1100 ლარით. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან ასეთ ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონია, ამ მოგონილ ბრალდებაზე მოსამართლემ წამებში მიიღო გადაწყვეტილება და წავიდა. ვაპირებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ“, - აღნიშნა კახაბერ კვეკვესკირმა.

ცნობისთვის, „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები კახაბერ კვეკვესკირი და დავით დიღმელაშვილი „ქართული ოცნების" ოფისთან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო:"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული ორი პირი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს