ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მსვლელობას მართავს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად მსვლელობა მოაწყო და "სხალთა ჰესის" პიკეტირებას ცდილობენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამი წლის წინ ბათუმში ბინები გადასცა, თუმცა პირობა დაარღვია. მათი ინფორმაციით, 220 ოჯახს დაუსრულებელი ბინა გადასცეს, რასაც წაბლანაში მცხოვრებლები აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა