ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ბათუმში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული, 25 წლის მეხანძრე - მაშველის , თორნიკე კიპაროიძის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

პანაშვიდს ესწრება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან მაშველი - მეხანძრეები.

25 წლის თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპა, იგი ერთ-ერთი შემთხვევის დროს სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. 25 წლის მაშველი-მეხანძრე საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობდა. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს