ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში 3-დღიანი "ლოქდაუნი" გამოცხადდა

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის ჯასინდა არდენის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოკლენდში 3-დღიანი "ლოქდაუნი" გამოცხადდა, რისი მიზეზიც კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში მსგავსი შემთხვევა იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა, ბოლო ექვს თვეში კი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კორონავირუსის გამო კარანტინი დააწესეს.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა გადაუდებელი საჭიროების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.

მედიის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში მოსახლეობის ვაქცინაცია 20 თებერვლიდან დაიწყება. ქვეყანაში ვირუსის 2 300 შემთხვევა დაფიქსირდა, 25 ადამიანი კი გარდაიცვალა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს