ბათუმში ე.წ. „იაფი სახლის“ კორპუსში მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ

ბათუმში ე.წ იაფი სახლის კორპუსებში სხვადასხვა სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ფინანსური პრობლემები შეექმნათ და საცხოვრებელში ქირის ფულს ვერ იხდიან. მათივე თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.

"არსად არ გვაქვს წასასვლელი. დაგვაკმაყოფილოს მთავრობამ საცხოვრებელი ფართებით. აქ ძირითადად ეკომიგრანტები ვართ. ვითხოვთ, ფართებს",- აცხადებენ შენობაში შეჭრილი მოქალაქეები.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, ბათუმის მერიის თანამშრომლები და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე მივიდა.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, თითოეულ ოჯახის საქმეს ინდივიდუალურად შეისწავლიან, თუმცა უკანონოდ შენობების დაკავება არ უნდა ხდებოდეს.

"უკანონო და ასეთი შეჭრები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება ეკუთვნის, უყურადღებოდ არცერთი არ უნდა დარჩეს. აქ სოციალური კუთხით პრობლემა იყო, რომელსაც ამ სიტუაციაში ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ რაც შეეხება ამ შენობას, აქ გაჩერება არ შეიძლება, რადგან უკანონობაა. თითოეულ ოთახს თავისი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც კანონის ფარგლებში უნდა შემოვიდეს და დაკმაყოფილდეს. „კომენდანტის საათი“ დაიწყო, თუმცა მათ საცხოვრებელ სახლებში, საიდანაც აქ მოვიდნენ უკან დავაბრუნებთ, მაგრამ ყველა ოჯახს ინდივიდუალურად ქალაქის მერიაში და ჯანდაცვის სამინისტროში შევისწავლით",- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო