მოქალაქეთა ნაწილმა, რომელთაც ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსები თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული, შენობა დატოვა

ბათუმში, ე.წ იაფი სახლის კორპუსში შეჭრილ მოქალაქეებთან მერიის მუნიციპალური ინსპექცია და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დიალოგის შედეგად, მოქალაქეთა ნაწილმა "იაფი სახლის" შენობა უკვე დატოვა.

როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში განაცხადეს, თითოეული ოჯახის მონაცემებს ჩაიწერენ და მოქალაქეთა პრობლემებს ინდივიდუალურად გაეცნობიან.

ცნობისთვის, ბათუმში ე.წ იაფი სახლის კორპუსებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, ფინანსური პრობლემები შეექმნათ და საცხოვრებელში ქირის ფულს ვერ იხდიან. მათივე თქმით, წასასვლელი არსად აქვთ. ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო