ბათუმში, ე.წ იაფი სახლის კორპუსში შეჭრილმა მოქალაქეებმა მერიის მუნიციპალური ინსპექციასა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან მოლაპარაკებებს შედეგად შენობა სრულად დატოვეს, გაიტანეს პირადი ნივთებიც, რომელიც შეჭრის დროს თან ჰქონდათ.
ბათუმის მერიის "იაფი სახლის" პროექტთან კი სამართალდამცავები რჩებიან.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, თითოეული ოჯახის მონაცემები ჩაიწერეს და მოქალაქეთა პრობლემებს ინდივიდუალურად გაეცნობიან.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბათუმში ხმაური იყო, ე.წ იაფი სახლის კორპუსებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შეიჭრნენ და ფართების გადაცემას ითხოვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ფინანსური პრობლემები შეექმნათ და საცხოვრებელში ქირის ფულს ვერ იხდიან. მათივე თქმით, წასასვლელი არსად აქვთ.