გაერთიანებულ სამეფოში „მაღალის რისკის“ ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს დღეიდან კარანტინის გავლა მოუწევთ

გაერთიანებულ სამეფოში დღეიდან ე.წ. მაღალის რისკის ქვეყნებიდან ჩასულ მოქალაქეებს სპეციალურ სასტუმროებში კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახალი პოლიტიკის თანახმად, რომლის მიზანი კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერებაა, გაერთიანებული სამეფოს ყველა მოქალაქემ და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირმა მსოფლიოს 33, „მაღალის რისკის“ ქვეყნიდან ჩასვლის შემდეგ სპეციალურად გამოყოფილ სასტუმროებში 10-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს და კორონავირუსზე რამდენიმე ტესტი უნდა ჩაიტაროს.

სხვა ვიზიტორებს კი აღნიშნულ „წითელ სიაში“ შემავალი ქვეყნებიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა საერთოდ ეკრძალებათ.

იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოქალაქემ ინფორმაცია დამალა და გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლამდე 10 დღით ადრე რომელიმე აღნიშნულ ქვეყანაში იმყოფებოდა, მას 10-დღიანი პატიმრობა ემუქრება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კონტრაქტი 16 სასტუმროსთან აქვთ გაფორმებული.

ე.წ. „წითელ სიაში“ შედიან სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სამხრეთ აფრიკა და პორტუგალია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა