კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა ხმათა 50%-ზე მეტის მიღება შეძლეს
კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს, ხმათა 50%-ზე მეტის მიღება შეძლეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ მემარცხენე პარტიებმა ხმათა 50.9 მიიღეს და დიდი ალბათობით კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებენ.
კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
კატალონიაში ბოლოს არჩევნები 2017 წელს მას შემდეგ ჩატარდა, რაც ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონში გამართული ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ ცნო.