აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრმა ფოთში, გაგრის ქუჩაზე ჩასახლებული დევნილების პრობლემები მოისმინა და დახმარებას დაჰპირდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ფოთის ვიცე-მერთან მამუკა პაპასკირთან ერთად, გაგრის ქუჩაზე მდებარი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ავტონიმიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრმა დევნილი ოჯახების პრობლემები ადგილზე მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა. მათივე ინფორმაციით, დევნილთა ჩასახლების აღნიშნულ ობიექტზე სახურავის ნაწილი დაზიანებულია და გადახურვას საჭიროებს.

ლევან თევზაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო

გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს აღნიშნულ ობიექტის გადახურვით სამუშაოებს, რაც სრულად მოაგვარებს გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების დღემდე არსებულ პრობლემებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მტი მოხმარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს