ოჯახის ინფორმაციით, ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძე მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძე, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს, - ამის შესახებ უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა.

გახელაძე გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ დე ფაქტო სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს.

“5 თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ზაზას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, ადვოკატთან კონტაქტი არ გვქონია. გუშინ გვესაუბრა ადვოკატი ტელეფონით და გვითხრა, რომ ზაზა გასაჩივრებას არ აპირებს. ალბათ, ელოდება, ჩვენ რას მოვიმოქმედებთ აქ. ადვოკატმა გვითხრა ის, რომ ამ ეტაპზე ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს ნორმალურად გრძნობს”, - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა