07.07.2025 / 08:38
მმართველი გუნდი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან 100-მეტრიანი რადიუსის დაცვის წინადადებით გამოდის

მმართველი გუნდი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებთან 100-მეტრიანი რადიუსის დაცვის წინადადებით გამოდის.

„ქართულ ოცნებაში“ მომზადებული პროექტის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

უმრავლესობის პროექტით ასევე იკრძალება საარჩევნო კამპანიის პროცესში, საჯარო მოსამსახურეების, სსიპ-ების თანამშრომლების, სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების შეკრება სამსახურებრივი ნიშნით.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს